|
2015-02-12 16:33:35, 1297 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ცესკო-ს ახალ წევრებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხუთ ახალ წევრს შეხვდა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, გიორგი შარაბიძე, დიმიტრი ჯავახაძე, გიორგი ჭიქაბერიძე, გიორგი ჯავახიშვილი, ზურაბ ხრიკაძე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ღია და დემოკრატიული პროცესის საფუძველზე შეარჩიეს და მათ კანდიდატურებს საქართველოს პარლამენტმა დაუჭირა მხარი. „ვიმედოვნებთ, რომ თითოეული მათგანი კომპეტენციით, გამოცდილებითა და ნეიტრალობით ხელს შეუწყობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ღირსეული ადგილის დამკვიდრებას სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში და საზოგადოების ნდობის დამსახურებას“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ. შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)