|
2024-07-07 11:23:54, 437 ნახვა
მსოფლიო
ვორონეჟის რეგიონში დრონების თავდასხმის შედეგად საბრძოლო მასალის საცავი იწვის
კვირას ღამით, ვორონეჟის ოლქის პოდგორენსკის რაიონში, დრონები თავს დაესხნენ საწყობს, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, "ასაფეთქებელი ნივთები" ინახებოდა. სავარაუდოდ, საუბარია საბრძოლო მასალის საცავზე. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე გუსევმა განაცხადა, რომ თვითმფრინავები საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო და ცეცხლი მათი ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემდეგ გაჩნდა. გუსევის თქმით, დაიწყო "ასაფეთქებელი ობიექტების" აფეთქება. მსხვერპლი არ ყოფილა. ცეცხლის ჩაქრობას სასწრაფო და სამხედროები ცდილობენ. ახლომდებარე დასახლებების მაცხოვრებლების ევაკუაციის აუცილებლობის შემთხვევაში მომზადებულია ავტობუსები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დილის მოხსენებაში არ არის ნახსენები თვითმფრინავის თავდასხმა ვორონეჟის რეგიონზე. საუბარია მხოლოდ ბელგოროდის რეგიონში ჩამოგდებულ ერთ უპილოტო თვითმფრინავზე. რუსეთის უკრაინის მოსაზღვრე რეგიონები ბოლო თვეების განმავლობაში ექვემდებარება ყოველდღიური დაბომბვისა და თვითმფრინავების თავდასხმებს. რუსული მხარე მათში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს. უკრაინის სარდლობა, როგორც წესი, დაბომბვაზე კომენტარს არ აკეთებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)