|
2016-02-16 16:15:23, 645 ნახვა
საზოგადოება
თბილისში წელს 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2016 წლის ბიუჯეტით, წელს 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მიმდინარე წელს საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება გუთნის ქუჩაზე, ქვემო ფონიჭალაში, ჩიტაიას ქუჩაზე, წყნეთში, სოფელ გლდანში, ვაშლიჯვარში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, თემქაზე, სოფელ წინუბანსა და სოფელ დიღომში. მათივე ინფორმაციით, წლევანდელი ბიუჯეტით გათვალისწინებულია აღნიშნული ბაღების მთლიანი ღირებულების ნაწილის ანაზღაურება. გარდა ამისა, მიმდინარე წლის იანვარში მოსკოვის გამზირზე უკვე გაიხსნა ერთი ახალი ბაღი, სადაც სასწავლო-სააღმზრდელი პროცესი 500-მა ბავშვმა დაიწყო. რაც შეეხება ბაღებს, რომელთა გახსნაც მიმდინარე წელს იგეგმება, ესენია მანჯგალაძის, კრწანისის, მიტინგის, ონაშვილის, ბოჭორიშვილის ქუჩებზე, ასევე ფონიჭალაში მდებარე ბაღები. აღნიშნული ბაღების ნაწილის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ამჟამად მიმდინარეობს მათი ინვენტარიზაციისა და აღჭურვის პროცესი. ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა თანამედროვე სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით მიმდინარეობს.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)