|
2016-02-16 15:20:04, 625 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ წყნეთში საყრდენი კედლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ წყნეთში საყრდენი კედლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა. დავით ნარმანიასთან ერთად, წყნეთში ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდნენ. მერიის ინფორმაციით, წყნეთში, პედაგოგთა გადამზადების ცენტრის მიმდებარედ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. 5 მეტრის სიმაღლის საყრდენი კედლის მშენებლობისას პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე სადრენაჟე სისტემის მოწყობა. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 13 ივნისის სტიქიის დროს ტერიტორიაზე არსებული სახლები დაზიანდა. მისივე თქმით, ახლა მიმდინარეობს საყრდენი კედლების აშენება, რათა შემდგომში სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს საცხოვრებელ სახლებს ზიანი არ მიადგეს. „ამ პროექტის განხორციელების შედეგად რამდენიმე სახლი გადარჩა. აღნიშნული პროექტი უსაფრთხოების კუთხითაც მნიშვნელოვანია. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ პროექტი დაგეგმილზე ერთი თვით ადრე დავასრულოთ და ამით ის რამდენიმე სახლი გადავარჩინოთ, რომელიც ამ ტერიტორიაზე დგას“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. პროექტს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია "ინსი" ახორციელებს. საყრდენი კედლის მშენებლობაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოები გასული წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის მარტში დასრულდება.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)