|
2016-02-16 14:03:34, 454 ნახვა
პოლიტიკა
დარჩიაშვილი უსუფაშვილის განცხადებაზე: ეს იყო სიტყვიერი ხრიკი, ანუ, საქმის არსის გადატანა რაღაცა სიტყვიერ პაექრობაში და მაგიდის ჩოგბურთში
"ეს იყო სიტყვიერი ხრიკი, ანუ, საქმის არსის გადატანა რაღაცა სიტყვიერ პაექრობაში და მაგიდის ჩოგბურთში",-ასე აფასებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით დარჩიაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ოპოზიციისადმი მოწოდებას, რომ "სანამ სულ გვიან არ არის" 2016 წლის არჩევნების შემდეგ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე, მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ. "ეს იყო სიტყვიერი ხრიკი, ანუ, საქმის არსის გადატანა რაღაცა სიტყვიერ პაექრობაში და მაგიდის ჩოგბურთში( მეტაფორა რომ ვიხმაროთ) იმიტომ, რომ 2016 წლის არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნის მომავალის განსაზღვრისთვის, ქვეყნის დემოკრატიულობის გაზომვისა და გაძლიერებისათვის. თუ აქ არ გვაქვს ამის საშუალება, რომ ეს ამოცანები გადავჭრათ, ახლა იმის შემდეგ რა მოხდება, ეს უკვე სულ სხვა საუბრის თემაა და ეს მომავალი, თუ რა და როგორ მოხდება, განისაზღვრება, ფორმა მიეცემა იმის მიხედვით, რა მოხდება 2016 წლის ოქტომბერში, ახლა რაღაცა მოდი მომავალზე ერთად ვიფიქროთ, ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, ფაქტობრივად, ჩვენც უსუფაშვილივით უნდა ჩავიქნიოთ ხელი 2016 წელზე, ეს ყველაფერი რაც უნდა მოხდეს და გადაწყდეს ახლა წელს გადავულოცოთ ივანიშვილს და შემდეგ რა გამოვა ამით? გამოვა ის, რომ ბევრად უფრო უარეს ვითარებაში აღმოვჩნდებით",-განუცხადა "ექსპრესნიუსს" დავით დარჩიაშვილმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)