|
2016-02-16 13:23:39, 610 ნახვა
საზოგადოება
მაია ბითაძემ აშშ-ში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მაია ბითაძემ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსთან ვასილ გედევანიშვილთან ერთად, ქ. ლივერმორში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტერიალი აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა. მინისტერიალის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა ტრანსსასაზღვრო ბირთვული ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ გამართულ დისკუსიაში მიიღო. დისკუსიისას გამოთქმული შეხედულებები და ინიციატივები მხედველობაში იქნება მიღებული ბირთვული დაცულობის 2016 წლის ვაშინგტონის სამიტის მიმდინარეობისას (31 მარტი - 1 აპრილი). მაია ბითაძეს, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდა, გაეზიარებინა მოსაზრებები ბირთვული ტერორიზმის საფრთხეებთან გასამკლავებლად ეროვნულ დონეზე მისაღებ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და მიეღო ინფორმაცია არსებული საუკეთესო გამოცდილების შესახებ. მაია ბითაძე, ასევე, გაეცნო ლორენს ლივერმორის ეროვნულ ლაბორატორიაში (Lawrence Livermore National Laboratory) რადიაციის აღმოჩენის/ძებნისა და ბირთვული ექსპერტიზის განსახორციელებლად არსებულ ტექნოლოგიებს, ასევე, ატმოსფერული გამოთავისუფლების ეროვნული საკონსულტაციო ცენტრის (National Atmospheric Release Advisory Center) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობებს. საქართველოს მინისტერიალში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბირთვულ ტერორიზმთან საბრძოლველად არსებული ეროვნული მექანიზმების გასაუმჯობესებლად. ქ. ლივერმორში გამართული მინისტერიალი საუკეთესო პლატფორმა იყო, ასევე, ქვეყანაში ბირთვული ექსპერტიზის შესაძლებლობების შექმნისათვის აუცილებელი რესურსების მოსაძიებლად და ამ სფეროში საერთაშორისო, რეგიონული თუ ორმხრივი თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)