|
2016-02-16 12:01:12, 753 ნახვა
საზოგადოება
აბანოთუბანი აბანოების გარეშე - აბანოს ხელმძღვანელებმა შესაძლოა, დაწესებულების პროფილი შეცვალონ
ძველ თბილისში ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ადგილს აბანოთუბანს გაუქმების საფრთხე ემუქრება. ტერიტორიაზე არსებული აბანოს ხელმძღვანელების განცხადებით, ბიზნესის სპეციფიურობიდან გამომდინარე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მათ ტარიფს არ უწესებდა და სიტყვიერი შეთანხმების შედეგად ფიქსირებულ გონივრულ გადასახადს იხდიდნენ. მას შემდეგ კი, რაც ამ კომპანიაში ხელმძღვანელობა შეიცვალა, 2015 წლის თებერვლიდან აბანოებს გადასახადი გაუზარდეს. აბანოს ხელმძღვანელებმა სემეკის და „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის მიუხედავად საკითხი მაინც ვერ მოაგვარეს. „„ბახმაროს“, „ჯორჯიან სპას“, „შაკოს“, „ჭრელი აბანოს“ და „ნარიყალას“ ხელმძღვანელებმა პრობლემის მოგვარების თხოვნით პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტს, სამინისტროებს, მერიას, საკრებულოს და ტურიზმის დეპარტამენტს მივმართეთ. ერთადერთი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანი გამოგვეხმაურა. წერილში აღნიშნულია, რომ ვინაიდან წყლის ჩაშვება-გაწმენდის ღირებულებისგან გათავისუფლების საკითხი კომიტეტის კომპეტენციას სცილდება, ჩვენი წერილი განსახილველად პრემიერ-მინისტრთან არსებულ ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გადაეგზავნა. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა, თუმცა კონკრეტულ შედეგს ვერ მივაღწიეთ.“-აცხადებს „ბახმაროს“ ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე. ხელმძღვანელების განცხდებით, იმ შემთხვევაში, თუ აბანოთუბანში არსებული აბანოების პრობლემის მოგვარებით არავინ დაინტერესდება, შესაძლოა, მათ დაწესებულების პროფილის შეცვლა გადაწყვიტონ, რაც თავის მხრივ, დასაქმებული ადამიანების უმუშევრად დატოვებას გამოიწვევს და ქალაქი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ობიექტს დაკარგავს.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)