|
2016-02-16 10:24:10, 626 ნახვა
საზოგადოება
გიგლა აგულაშვილმა გარეულ ცხოველთა თავდასხმისას მათი რაოდენობის რეგულირების საკითხები არასამთავრობოებთან განიხილა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა გარეულ ცხოველთა თავდასხმისას მათი რაოდენობის რეგულირების საკითხები სამონადირეო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან განიხილა. როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გარეული ცხოველების, განსაკუთრებით ტურისა და მგლის მომრავლების შედეგად, მოსახლეობისათვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით,მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კონფლიქტის ეფექტურად რეგულირების წინადადებებს გაეცნოდა სამომავლოდ ქმედითი ღონისძიებების გატარებაზე იმსჯელეს. მათივე ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობით თუ გარეული ცხოველი საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზიანს აყენებს მათ ქონებას, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, დაშვებულია გარეული ცხოველის ლიკვიდაცია, რაც არ საჭიროებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წინასწარ თანხმობას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება ვერ განხორციელდა თავდასხმის მომენტში, გადაწყვეტილება რეგულირების განხორციელების შესახებ მიიღება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისსამინისტროს მიერ, კერძოდ კი მოსახლეობის მოთხოვნის შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ხელშეკრულებას აფორმებენ სამინისტროსთან, ხელშეკრულებით უფლებამოსილების დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებას კი იღებს საქართველოს მთავრობა.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)