|
2016-02-15 18:33:54, 384 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა არ უნდა გაგრძელდეს
პარლამენტის თავჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტში შექმნილი საკონსტიტუციო კომისიას თებერვლის ბოლოს უფლებამოსილების ვადა ამოეწურება და მუშაობას აღარ გააგრძელებს. როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომისია მუშაობას აღარ გააგრძელებს, რადგან მას საკმარისი პოლიტიკური მხარდაჭერა არ აღმოაჩნდა. უსუფაშვილის თქმით, კომისიამ ყველა საკითხზე - ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, სახელწმიფო მართვის ორგანოებს შორის ურთიერთობაზე, თავდაცვის სისტემაზე, თვითმმართველობის თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსზე და იქ არსებულ საკითხებზე, სასამართლო ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, მოსამართლეების არჩევითობის თემაზე ძალიან სერიოზულად იმუშავა და მუშაობის შედეგები პარლამენტს წარედგინება. „კომისიამ გააკეთა ის, რაც შეეძლო. კომისიის მუშაობას გადამწყვეტი, სერიოზული დაღი დაასვა იმ ფაქტმა, რომ ნებისმიერ ცვლილებას საქართველოს პარლამენტში სჭირდება ¾-ის უმრავლესობა, ანუ 114 ხმა. და იმ პირობებში, როდესაც მმართველმა კოალიციამ და ოპოზიციურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერაფერზე ვერ მოვახერხეთ შეთანხმება კონსტიტუციურ საკითხებზე 2 გამონაკლისის გარდა, ცხადია, ამ კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც თავად ამ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებიც იყვნენ, ექსპერტებიც და არასამთვრობო ორგანიზაციებიც, გვქონდა ძალიან დაბალი მოტივაცია, იმიტომ რომ იყო ძალიან დაბალი მოლოდინი იმისა, რომ რაც არ უნდა შემუშავებულიყო კომისიის დონეზე, ეს გავიდოდა პარლამენტში და იქცეოდა გადაწყვეტილებად. ასევე ასე დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები თავად კომისიის შიგნითაც ცხადია ნაკლებად იყვნენ გადაწყვეტილების მიმღებუნარიანი, სამაგიეროდ, ძალიან სერიოზული მუშაობა გასწიეს ექსპერტებმა. მე მინდა ყველას მადლობა მოვახსენო ამის თაობაზე. დაიდო ძალიან სერიოზული შრომა. აქ არის დაახლოებით 87-88 კონკრეტული წინადადება ფორმულირების დონეზე. ანუ, კონსტიტუციის ცოტა მუხლია დარჩენილი, რომლის თაობაზეც არ არის მომზადებული ძალიან კვალიფიციური ცვლილება, რომელსაც გაიზიარებს ეს პარლამენტი ან სხვა პარლამენტი. კომისია პარლამენტს წარუდგენს ძალიან სერიოზულ ნამუშევარს, პრაქტიკულად ყველა საკითხზე, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, სახელწმიფო მართვის ორგანოებს შორის ურთიერთობაზე, თავდაცვის სისტემაზე, თვითმმართველობის თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსზე და იქ არსებულ საკითხებზე, სასამართლო ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, მოსამართლეების არჩევითობის თემაზე, ძალიან სერიოზული ნამუშევარია. ასე, რომ კომისია მუშაობას დაასრულებს თებერვალში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)