12:19 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-15 13:23:52, 476 ნახვა

მსოფლიო
შოლცი - G7-ის სამიტზე პუტინის წინადადებები - უკრაინაში მშვიდობის შესახებ, არ განხილულა - ეს არ იყო სერიოზული

"დიდი შვიდეულის" ლიდერებმა იტალიაში გამართულ სამიტზე პუტინის წინადადებები - უკრაინაში მშვიდობის შესახებ, არ განიხილეს, რადგან ეს არ იყო სერიოზული, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. 

შვეიცარიაში გამგზავრებამდე, სადაც დღეს 2 დღიანი სამშვიდობო სამიტი იხსნება უკრაინის "მშვიდობის ფორმულის" შესახებ, შოლცმა აღნიშნა, რომ პუტინის წინადადება - უკრაინამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებასა და საკუთარ ტერიტორიებზე, ყურადღების გადატანის მცდელობაა გლობალური სამშვიდობო სამიტიდან, რომელზეც რუსეთი არ არის მიწვეული.

"ყველამ იცის, რომ ეს წინადადებები არ არის სერიოზული, მაგრამ დაკავშირებულია შვეიცარიის სამშვიდობო სამიტთან", - განაცხადა შოლცმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
პაპუაშვილი – საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები გადატვირთვის გზით მიდის
კობახიძე - ალდეს ლიბერალობის არაფერი ეტყობა, კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics