|
2016-02-15 17:39:11, 473 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: მოარული ხმები, რომ ვინმე დაურეგისტრირებელი ქონების წართმევას აპირებს, სიცრუეა
"მოარული ხმები, რომ ვინმე დაურეგისტრირებელი ქონების წართმევას აპირებს, თუ სახელმწიფო მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგო რამეს გეგმავს, სიცრუეა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. „მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ ამის თაობაზე მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, რადგან მოარული ხმები, რომ ვინმე დაურეგისტრირებელი ქონების წართმევას აპირებს, თუ სახელმწიფო მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგო რამეს გეგმავს, ეს სიცრუეა. ჩვენ გადაწყვეტილებები გვექნება, თუ როგორ დავეხმაროთ მოქალაქეებს, რომ იურიდიულად ის მიწის ნაკვეთები გაიფორმონ, რომლებსაც წლებია და ზოგჯერ ათწლეულებია, ფაქტობრივად ფლობენ, მაგრამ იურიდიული საბუთების გაუმართაობის გამო, სრულფასოვნად ვერ ახერხებენ თავიანთი საკუთრების გამოყენებას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)