|
2016-02-15 16:23:20, 632 ნახვა
საზოგადოება
ტყიბულში მეშახტეები დაბალ ანაზღაურებას აპროტესტებენ
ტყიბულში მეშახტეები დაბალ ანაზღაურებას აპროტესტებენ. მათ საქნახშირის წინ ხელფასების გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართეს. კომპანიის თანამშრომლები უკვე მეორე დღეა გაფიცულები არიან. როგორც აქციის მონაწილეებმა განმარტეს, ხელფასები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. "ჩვენ ვართ საწყალი ხალხი, ხელფასები არ გვაქვს, ვართ მშიერ-მწყურვალები, უპატრონოდ. ჩვენი უფროსი ყურადღებას არ გვაქცევს, ამათ ჩვენ ვგონივართ პატიმრები, ჩვენი საშუალო ხელფასი არის 450 ლარი და შახტაში 400 მეტრაზე ვმუშაობთ", - განაცხადა აქციის მონაწილემ ვაჟა კირკიტაძემ. აქციის მონაწილეები მთავრობის წევრებს გვერდში დგომისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი პოზიცია ოქტომბრის არჩევნებზე აისახება. საქნახშირი "ჯი-აი-ჯის" დირექცია ტყიბულში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა და როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, საპროტესტო აქციის წინაპირობა არ არსებობდა, ამის მიუხედავად კომპანია აქციის მონაწილეებთან კომუნიკაციას აწარმოებს. „კომპანიის მხრიდან დაცულია ანაზღაურების დროულად მიღების ვადები, დაცულია სახელშეკრულებო პირობები, მეშახტეები უზრუნველყოფილნი არიან დაზღვევის სრული პაკეტით და კომპანიში მუდმივად მიმდინარეობს მეშახტეთა შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე მუშაობა. მიუხედვად იმისა, რომ საპროტესტო აქციის ობიექტური წინაპირობა არ არსებოდა და არ არსებობს, კომპანიის მენეჯმენტი აქციის მონაწილეებთან კომუნიკაციას აწარმოებს”, - ნათქვამია საქნახშირი "ჯი-აი-ჯის" განცხადებაში.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)