|
2016-02-15 14:01:46, 578 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონში გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ისნის რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობას გაესაუბრა. სამგორის #18-ში, მერთან ერთად, მოადგილეები ლაშა აბაშიძე, გიორგი ლილუაშვილი, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი და ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი იმყოფებოდნენ. მერიის ინფორმაციით, ისნის რაიონში, სამგორის #18-ში, გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. 3000მ2 ტერიტორიაზე ეწყობა ბორდიურები, ასფალტის ახალი საფარის დასაგებად კი საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს. „აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი რამდენიმე ათეული წელია არ შეკეთებულა. უგზოობის გამო გადაადგილების პრობლემა ჰქონდათ, როგორც სასწრაფო სამედიცინო და სამაშველო სამსახურებს, ასევე, მოქალაქეებს და მუნიციპალურ ტრანსპორტს“, - აცხადებენ მერიაში. „ორმოც წელზე მეტი ამ უბანში გზა არ არსებობდა და წელს ამ პრობლემას ვაგვარებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოსახლეობა, ასევე, ითხოვს, რომ შიდა ნაწილში დამატებით გავაკეთოთ გზის ერთი მონაკვეთი და რა თქმა უნდა, ამასაც წლევანდელი სამუშაოების ნუსხაში გავითვალისწინებთ და გავაკეთებთ. გარდა ამისა, გამგეობა გააკეთებს ბავშვთა სათამაშო მოედანს და ეს უბანი გაცილებით საინტერესო, მიმზიდველი და კომფორტული გახდება აქ მცხოვრებლებისთვის“,-განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. საგზაო სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია „ორბიტა“ აწარმოებს. პროექტი იანვარში დაიწყო და თებერვლის ბოლოს დასრულდება.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)