|
2024-06-06 11:20:07, 554 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სპორტული კონცეფციის ახალი სასტუმრო Ibis Styles Batumi გაიხსნა
ბაზისბანკთან პარტნიორობით, სასტუმრო ინდუსტრიისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერის ფარგლებში, ბათუმში, Accor-ის პირველი სასტუმრო Ibis Styles Batumi გაიხსნა. პროექტის განსახორციელებლად ბაზისბანკის მიერ 6.3 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდა. Ibis Styles-ის სასტუმროები ცნობილია ხელმისაწვდომობისა და განსაკუთრებული დიზაინის სინთეზით. ბრენდის 670 სასტუმროდან, თითოეული გამოირჩევა უნიკალური დიზაინითა და თემატიკით, ყველა მათგანი შემოქმედებითობის, ესთეტიკის, მეგობრული მომსახურებისა და კომფორტის გარშემო ერთიანდება, რაც Ibis Styles-ს მოგზაურების საყვარელ ბრენდად აქცევს. ibis Styles Batumi ლეხ და მარია კაჩინსკების #5-ში, ბულვარიდან და ზღვისპირა პარკიდან ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს და სტუმრებს კომფორტული, მშვიდი დასვენების შესაძლებლობას უქმნის. ამასთანავე, სასტუმროს დიზაინი დაფუძნებულია სპორტის თემატიკაზე, რომლის შთაგონების მთავარი წყარო უკავშირდება, მე-16 საუკუნეში, ინგლისელი მეზღვაურის მიერ ბათუმში ბურთის აკენწვლის ისტორიას - სწორედ აქედან გავრცელდა საქართველოში ფეხბურთი. Ibis Styles Batumi ნათელი ტონებითა და მხიარული დიზაინის ელემენტებით გამოირჩევა. ზღვისა და მთის ულამაზესი ხედებით გარშემორტყმული სასტუმრო 121 ნომერს მოიცავს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ საკონფერენციო დარბაზით, რომელიც გათვლილია 80-მდე სტუმარზე და აღჭურვილია პროფესიონალური ხმის სისტემითა და პლაზმური LCD მონიტორით. სასტუმრო უზრუნველყოფს ბავშვებისთვის საჭირო სერვისებსაც, მათ შორის საბავშვო კუთხეს და საბავშვო მენიუს ბარში.
„ბათუმი ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული მიმართულებაა, მისი ისტორიული ხიბლისა და თანამედროვე არქიტექტურის წყალობით, რასაც ასევე ხელს უწყობს რბილი კლიმატი და ბუნება. ეს უახლესი პროექტი ბათუმში Accor-ისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგანაც ჩვენი დებიუტია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. საქართველო განვითარების დიდ შესაძლებლობას გვთავაზობს და ჩვენ მზად ვართ, გავაცნოთ აკორის ბრენდები როგორც ქვეყანას, ისე რეგიონსაც“, - აცხადებს ალექსის დელაროფი, აკორის მთავარი საოპერაციო დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში.
„ბაზისბანკს, როგორც ბიზნესის ერთ-ერთ უმსხვილეს მხარდამჭერს საქართველოში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. მსგავსი პროექტების დაფინანსება ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და აძლიერებს სამშენებლო სექსტორს, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. გვეამაყება, რომ ჩვენთან თანამშრომლობით, საერთაშორისო ბრენდის პირველი გამორჩეული სასტუმრო გაიხსნა ბათუმში და მიმდინარე ეტაპზე კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი ხორციელდება“, - აცხადებს ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)