|
2016-02-15 12:09:17, 782 ნახვა
საზოგადოება
მზიურის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების საჩოგბურთო ბაზის მშენებლობა დაიწყება
ინვესტორთა გარკვეულმა ჯგუფმა ქართული ჩოგბურთისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტი შექმნა. როგორც გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი აცხადებს, ეს საშვილიშვილო საქმეა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის განვითარებას ხელს შეუწყობს. „ინვესტორთა ამ ჯგუფს პირადად მე შევთავაზე ეს იდეა და მათაც მოიწონეს. მიზანი არის ერთადერთი - ქართული ჩოგბურთი იყოს თანამედროვე სტანდარტების და ბაზა შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი. უკვე არსებობს პროექტი და მისი განხორციელება „მზიურის“ ტერიტორიაზე იგეგმება. ეს მართლაც შესანიშნავი პროექტია და 8-10 მილიონ აშშ დოლარის ინვესტირებაზეა საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ინვესტორთა ეს ჯგუფი მზად არის, ჩოგბურთის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს აბსოლუტურად უფასოდ დაუთმოს მოედანი - მაგალითად, როდესაც საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია დაგეგმავს ნებისიერ შეჯიბრს: საქართველოს პირველობას, ფედერაციის თასს, დევისის თასს. აქვე, მოეწყობა ვეტერან ჩოგბურთელთა ტურნირებიც და განთავსდება ჩოგბურთის ფედერაციის ოფისიც.“-განაცხადა ალექსანდრე(აკა) მეტრეველმა. პროექტის ფარგლებში ჩოგბურთის ორი დახრული მოედნის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნების და სარბენი ბილიკების მშენებლობა იგეგმება. ტერიტორიაზე 100-120-ნომრიანი სპორტული ტიპის სასტუმრო აშენდება, რომლის მენეჯმენტსაც საერთაშორისო ოპერატორი განახორციელებს. დაემატება ორი საცურაო აუზი, სპა, სარეაბილიტაციო და სამკურნალო ცენტრი, ჯანსაღი კვების ობიექტი, ცნობილი სპორტული ბრენდის ექსკლუზიური მაღაზია. განსაკუთრებით აღსაღნიშნავია, რომ ტერიტორიაზე ულტრათანამედროვე, ევროპული სტანდარტების ფიტნეს ცენტრი აშენდება, რომელსაც ოპერირებას მსოფლიოში ცნობილი, საერთაშორისო ოპერატორი Worl Class გაუწევს.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)