|
2016-02-15 11:03:00, 1137 ნახვა
საზოგადოება
შოთა გულბანი: "ფანასკერტელის ინდექსმა" აჩვენა, რომ მედიკამენტებზე ფასები კლებულობს
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი შოთა გულბანი ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს და "გირჩის" ეკონომიკურ ექსპერტს ვახტანგ მეგრელიშვილს უპირისპირდება. შოთა გულბანი განმარტავს, რომ არ ეთანხმება ვახტანგ მეგრელიშვილის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფარმაცევტული ბიზნესი საქართველოში არ არის მონოპოლიური და არც გადამეტებულ მოგებაზეა საუბარი. „დღეს ფარმაცევტული კომპანიები უსამართლოდ გაბერილი ფასებით ოპერირებენ ბაზარზე. ამის თქმის საფუძველს კი მაძლევს ჩემი ორგანიზაციის „აფბას“ მიერ განხორციელებული ფარმაცევტული ბაზრის კვლევა, სადაც დადასტურებულია, რომ ხშირ შემთხვევაში კომპანიები 200-300%-იანი ფასნამატით ახდენენ მედიკამენტების რეალიზებას. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დღეს სიტუაცია თითქმის არ არის შეცვლილი, მოსალოდნელია, რომ ბაზრის დივერსიფიცირებასთან ერთად, ფასები მედიკამენტებზე კიდევ უფრო გაიაფდეს, რისი შესაძლებლობაც ნამდვილად არსებობს“, - განაცხადა შოთა გულბანმა. მისივე თქმით, „აფბა" ახდენს საკმაოდ ვრცელ გამოკვლევას კონკრეტულად მედიკამენტების ფასებზე, რის მიხედვითაც გაყავს ეკონომიკური ინდექსი - სახელად „ფანასკერტელის ინდექსი“, რომელიც არის საკმაოდ ეფექტური მზომავი ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტებზე ფასების ცვლილებისა თვიდან თვემდე. "ამ კუთხით კი, ჩვენს მიერ სამ თვიანმა დაკვირვებამ მედიკამენტების ბაზარზე, კლებადი ტენდენცია აჩვენა", - განმარტავს გულბანი. შეგახსენებთ, რომ "გირჩის" ეკონომიკურმა ექსპერტმა ფარმაცევტიკისა და მედიცინის სფეროში არსებულ პრობლემებზე ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში "59 წამი" ისაუბრა.აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ფარმაცევტულ ინდექსზე - „ფანასკერტელის ინდექსზე“ დაასრულა მუშაობა და როგორც მედიკამენტების ფასებზე სამთვიანმა დაკვირვებამ (2015 წლის ნოემბერ-დეკემბერი და 2016 წლის იანვარი) აჩვენა, "ფანასკერტელის ინდექსი" პირველ შემთხვევაში 1,75%-ით, ხოლო მეორე შემთხვევაში 4,64%-ით შემცირდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მედიკამენტების ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია დაფიქსირდა.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)