|
2024-05-30 11:03:15, 1741 ნახვა
სპეციალური ანონსი
მერია - „შესაძლებლობების განვითარების და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის პროგრამის შესახებ“ ფორუმი გაიმართება
3 ივნისს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელთა ფორუმი გაიმართება, რომელიც ორგანიზებულია „თბილისის მეტროს“ პროექტის ფარგლებში, EBRD-ის გრანტის მხარდაჭერით, „მწვანე კლიმატის ფონდის” მეშვეობით. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლის დაფინანსებით, 2016 წლიდან დღემდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების მიმართულებით, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. ამჟამად, ბანკის მხარდაჭერით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში „შესაძლებლობების განვითარების და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის პროგრამა“ მიმდინარეობს. ფორუმის მიზანია, შეიქმნას ერთობლივი გარემო, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდება თბილისის მერიის სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში უკვე განხორციელებულ თუ დაგეგმილ პროექტებზე. ფორუმზე, მსჯელობა, ასევე, შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელთა საჭიროებებს, არსებულ გამოწვევებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებსაც. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საერთაშორისო-საფინანსო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ადგილობრივი ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები. გარდა ამისა, დაინტერესებულ პირებს, საშუალება ექნებათ ფორუმში მონაწილეობა დისტანციურად მიიღონ, რისთვისაც შეუძლიათ გამოიყენონ შემდეგი ბმული: ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)