|
2016-02-14 10:27:32, 686 ნახვა
საზოგადოება
დავით საგანელიძე: ალექსანდრე მაშკევიჩი მზადაა, საქართველოს ინვესტიციებით სამედიცინო სფეროში დაეხმაროს
საქართველოს ფარმაცევტული სექტორში დაგეგმილ ინვესტიციებზე „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. „ჯანდაცვის სექტორში დაწყებული რეფორმა და დაგეგმილი ინვესტიციები, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ალბათ, ყველაზე დიდია თავისი მასშტაბებით. ეს ეხება არა მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს, არამედ ზოგადად ყველა მიმართულებას. საუბარია 1 მლრდ დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე ჯანდაცვის სექტორის ორ სეგმენტში - ეს არის ჰოსპიტალური და ფარმაციის სექტორი. ალექსანდრე მაშკევიჩი არის ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში, ძალიან უყვარს საქართველო. მან ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ თქვა, რომ მზად არის საქართველოს დაუდგეს გვერდით და დაეხმაროს ინვესტიციებით მედიცინის სფეროში. მას ამ სფეროში აქვს დიდი გამოცდილება. ქართულ პრესაში გამოქვეყნდა განცხადება, სადაც მაშკევიჩი ამბობს, რომ მზადაა საქართველოში ჩადოს მილიარდზე მეტი ინვესტიცია. მას ასეთი ინვესტიციები განხორციელებული აქვს „ჰუმანითი ჯორჯიაში“ და ამბობს, რომ თუ ტენდერში გაიმარჯვებს კომპანია „ალფამედიკის კონსორციუმი“, რომელსაც ყველაზე საუკეთესო შანსი აქვს გამარჯვების, მზადაა ნახევარ მილიარდზე მეტი ჩადოს“,- განაცხადა დავით საგანელიძემ.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)