|
2016-02-13 18:45:41, 426 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს ერნა სოლბერგს შეხვდა
საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ერნა სოლბერგმა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის პოტენციალზე და ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე. ხაზი გაესვა “განვითარების თანამშრომლობის” ფარგლებში ნორვეგიის მთავრობის მიერ დააფინანსებული პროექტების მნიშვნელობას. გამოითქვა იმედი, რომ "საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ მიღწეული შეთანხმება ხელს შეუწყობს ტურისტული ურთიერთობების გაღრმავებას და ორი ქვეყნის ხალხს შორის არსებული კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გამყარებას. ქართულმა მხარემ ერნა სოლბერგს მიაწოდა ინფორმაცია საინვესტიციო გარემოს შესახებ. აღინიშნა ნორვეგიელი ბიზნესმენების დაინტერესება საქართველოს ენერგეტიკის სფეროთი. ერნა სოლბერგის თქმით, ნორვეგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას და ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროულ დასრულებას. მანვე ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების საკითხებთან დაკავშირებით ნორვეგიის ცალსახა მხარდამჭერ პოზიციას. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია დაესწრნენ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)