|
2024-05-25 11:40:07, 2684 ნახვა
კომენტარი
სტოლტენბერგი: უკრაინას უნდა ჰქონდეს უფლება დაარტყას რუსეთს დასავლური იარაღით
უკრაინის პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა გააუქმონ იარაღის გამოყენების აკრძალვა რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების დასარტყმელად. ა- მის შესახებ, ნატოს ხელმძღვანელმა იენს სტოლტენბერგმა The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა. „მოვიდა დრო, მოკავშირეებმა განიხილონ გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, რომლებიც მათ დაუწესეს უკრაინაში შეწირული იარაღის გამოყენებაზე. „განსაკუთრებით ახლა, როცა ხარკოვის რეგიონში ბრძოლები მიმდინარეობს, უკრაინას ამ იარაღის გამოყენების აკრძალვა რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ ძალზე ართულებს დაცვას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. The Economist აღნიშნავს, რომ სტოლტენბერგმა „კარგად იცის ასიმეტრიული უპირატესობა“, რომელსაც რუსეთი იღებს ამ საკითხზე აშშ-ს პოზიციიდან. ნატოს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დანაკარგების მიუხედავად, რუსები გააგრძელებენ შეტევას და გარკვეულ ტერიტორიულ მიღწევებს მიაღწევენ სასაზღვრო ზონაში. ”ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რა არის ეს. ეს არის რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. უკრაინას აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება. და ეს მოიცავს დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)