|
2024-05-23 17:38:30, 1530 ნახვა
სპეციალური ანონსი
24 მაისს, თბილისში, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
24 მაისს, 19:00 საათზე თბილისში, თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე მარში გაიმართება. როგორც ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, მარშის მიზანი პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულისა და დაზარალებულის მიმართ სოლიდარობის გამოხატვაა. „რუსული კანონის“ ინიცირებიდან დღემდე, შეთითხნილი ბრალდებით, პროტესტში მონაწილე 2 ასეულ ადამიანზე მეტი დააკავა პოლიციამ; ათეულობით ადამიანს მისდის საჯარიმო ქვითრები არჩადენილი სამართალდარღვევებისთვის; ასეულობით ადამიანს იბარებენ უსაფუძვლოდ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოსაკითხად; ათეულობით ადამიანი პოლიციამ სასტიკად ცემა, ზოგიერთი მათგანი დღემდე მკურნალობს. ჩვენ გვინდა სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც: არ გვინდა, ჩვენი თანატოლები და მეგობრები სირცხვილით მალავდნენ, თუ რას საქმიანობენ მათი პოლიციელი მშობლები. მათი შვილებიც ხომ ჩვენთან ერთად იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის. დღეს კი, სამწუხაროდ, პოლიცია არა კანონს, არამედ შეთქმულების თეორიებით შეპყრობილ ივანიშვილს ემორჩილება და თავად იქცა მთავრ მოძალადედ. შინაგან საქმეთა მინისტრი, გომელაური ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველია და საქართველოს პოლიცია ივანიშვილის დაცვის პირად სამსახურად აქცია - ეს ნებისმიერ ქართველს შეურაცხყოფს. ამიტომ, 2024 წლის 24 მაისს, 19 საათზე, შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე და დავიძრათ მარშით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ, რათა სარკეში ჩავახედოთ და ვაჩვენოთ პოლიციელებს, როგორ გამოიყურებიან, როდესაც უსწორდებიან საქართველოს უკეთესი მომავლისათვის მებრძოლ დებს, ძმებსა და შვილებს. ამ მარშით სოლიდარობა ვაჩვენოთ პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულ, დაპატიმრებულ და დაზარალებულ თანამებრძოლს. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - ნათქვამია განცხადებაში.
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)