|
2016-02-13 13:21:43, 882 ნახვა
სამხედრო
შს მინისტრი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსს, კონტრ-ადმირალ ჯორჯო ლაციოს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე ნატო-საქართველოს შორის საზღვაო სფეროში არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე და სამომავლო, კიდევ უფრო ფართომაშტაბიანი თანამშრომლობის პერსპექტივებსა და შესაძლებლობზე ისაუბრეს. კონტრ-ადმირალმა ქართულ მხარეს ნატო-ს ანტიტერორისტულ ოპერაცია „აქტიურ ძალისხმევაში“ გაწეული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში. „საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. მონაწილეობს ნატოს, ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო მისიებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ნატოს გაერთიანებულ საზღვაო სარდლობასთან კონტრ-ტერორისტული ოპერაციის – „აქტიური ძალისხმევის“ – მხარდასაჭერად. ოპერაციის მიზანია ხმელთაშუა ზღვისა და მისი მიმდებარე სრუტეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გამოვხატავთ მზაობას, გავაღრმავოთ არსებული თანამშრომლობა და, რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით, გავზარდოთ სანაპირო დაცვის ჩართულობა როგორც ოპერაცია „აქტიური ძალისხმევის ფარგლებში, ასევე ნატოს–ს საზღვაო წვრთნებში მონაწილეობის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საპორტო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ერთობლივი სწავლებები და საჩვენებელი წვრთნები ხელს შეუწყობს ნატოს საზღვაო ძალებთან საქართველოს სანაპირო დაცვის ურთიერთავსებადობის ამაღლებას“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსმა შს მინისტრს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საპორტო ვიზიტით მყოფი ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) დაათვალიერებინა და საფლაგმანო ხომალდზე „ჰასან ფაშა“ უმასპინძლა. SNMCMG2 ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი 4 ხომალდითაა დაკომპლექტებული. ნატოს ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 15 თებერვლამდე დაჰყოფენ და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)