|
2016-02-13 11:45:44, 577 ნახვა
საზოგადოება
კახეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ღირებულება საქართველოს სხვა რეგიონების ფასებს გაუთანაბრდება
კახეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ღირებულება საქართველოს სხვა რეგიონების ფასებს გაუთანაბრდება. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. როგორც უწყებაში განმარტავენ, 2015 წლის 1 დეკემბერს, კახეთის რეგიონის მოსახლეობის სუბსიდირების პროგრამა დასრულდა, თუმცა ზამთრის სეზონიდან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კახეთში სუბსიდირების პროგრამა კიდევ სამი თვით გაეგრძელებინა. შესაბამისად, სამინისტროს ცნობით, 1 მარტიდან, კახეთის მოსახლეობა მოხმარებულ ელექტროენერგიაში საქართველოს სხვა რეგიონების მოსახლეობის ანალოგიურ საფასურს გადაიხდის. „2013 წლის დასაწყისში საქართველოს რეგიონებში გარდა კახეთისა, ელექტროენერგიის საფასური შემცირდა. კახეთის რეგიონის მოსახლეობის, დანარჩენი რეგიონების აბონენტებთან თანაბარ პიორბებში ჩაყენების მიზნით, 2013 წლის პირველი აპრილიდან კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდებოდა, შედეგად კახეთის მოსახლეობა საქართველოს სხვა რეგიონების ანალოგიურ საფასურს იხდიდა მოხმარებულ ელექტროენერგიაში. ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2013-2016 წლებში ჯამურად 13 000 000 ლარამდე გამოიყო. 2015 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფები ძველ ნიშნულს დაუბრუნდა და კახეთის ელექტროენერგიის ტარიფებს გაუტოლდა. ამავდროულად, 2015 წლის 1 დეკემბერს, დასრულდა კახეთის რეგიონის მოსახლეობის სუბსიდირების პროგრამა. ზამთრის სეზონიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კახეთში სუბსიდირების პროგრამა კიდევ სამი თვით გაეგრძელებინა, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით 1 000 000 ლარზე მეტი გამოიყო. სუბსიდირების პროგრამის დასრულების შედეგად, 2016 წლის 1 მარტიდან, კახეთის მოსახლეობა მოხმარებულ ელექტროენერგიაში საქართველოს სხვა რეგიონების მოსახლეობის ანალოგიურ საფასურს გადაიხდის. რაც შეეხება კახეთის რეგიონის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, კერძოდ მათ, რომელთა სოციაულურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლია ან არ აღემატება 70 000 ქულას, 1 მარტიდანვე ამოქმედდება ელ.ენერგიის სუბსიდირების პროგრამა, მსგავსი პროგრამა უკვე მოქმედებს საქართველოს დანარჩენ რეგიონებში. პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, რომელთა მიერ ერთი თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა ტოლია ან არ აღემატება 301 კილოვატ საათს, მოხმარებულ ერთ კილოვატ ელექტროენერგიაზე 3,95064 თეთრის ოდენობით შეღავათს მიიღებს. იმ მომხმარებლებისთვის კი, რომელთა მიერ ერთი თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა 301 კილოვატ საათს აღემატება, ელექტროენერგიის ღირებულება არ შეიცვლება და იგივე დარჩება, რასაც 1 მარტამდე იხდიდნენ“, - ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)