|
2024-05-17 13:12:55, 558 ნახვა
ეკონომიკა
ქვრივიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა არ იხელმძღვანელონ ვიწრო პარტიული ინტერესებით, არ შექმნან ნეგატიური მოლოდინები და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელი განსაკუთრებით წარმატებულად დაიწყო ტურიზმის ინდუსტრიისთვის. მისი თქმით, პირველ კვარტალში ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა 1,3 მლნ-ზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს, რამაც განაპირობა ის, რომ კვარტლის ჭრილში საქართველომ მიიღო რეკორდული შემოსავალი - 800 მლნ ამერიკულ დოლარზე მეტი. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემებით, საქართველომ სრულად აღადგინა კოვიდ-პანდემიამდელი მდგომარეობა, მეტიც, მას 40 პროცენტით გადააჭარბა. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, დადებითი დინამიკაა ასევე ფრენების კუთხითაც. „ჩვენ მიმდინარე წელსაც შევძელით და ქვეყნის ავიაბაზარზე შემოვიყვანეთ არაერთი ევროპული ავიაკომპანია, მათ შორის, ავსტრიული და ნიდერლანდური. აღნიშნული დინამიკა დადებითად აისახება მგზავრთნაკადის ზრდაზე. კერძოდ, აპრილი - მაისის მონაცემებით, მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებმა უკვე უმასპინძლა 337,000-ზე მეტ მგზავრს, რაც 21 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 7 პროცენტითაა გაზრდილი რეისებზე დატვირთულობის კოეფიციენტი. ასევე მიმდინარე და დაგეგმილ სანავიგაციო სეზონზე სრულდება 640-მდე პირდაპირი ფრენა კვირის განმავლობაში, რაც 15 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე", - აღნიშნა ქვრივიშვილმა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველო უმასპინძლებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის დღეს, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში არაერთი საერთაშორისო დელეგატი, მათ შორის, ჟურნალისტები ჩამოვლენ. „თითოეულ ჩვენგანს კერძო სექტორთან ერთად გვექნება შესაძლებლობა, ღირსეულად წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის შესაძლებლობები. ყოველივე ეს ქმნის პოზიტიურ მოლოდინებს, რომ ტურიზმის შედეგები იქნება კიდევ უფრო მეტად რეკორდული, ვუმასპინძლებთ უფრო მეტ საერთაშორისო მოგზაურს, შემოვიყვანთ ახალ ავიაკომპანიებს, იქნება მეტი პირდაპირი ფრენა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამიზნე ქვეყნებთან და აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა არ იხელმძღვანელონ ვიწრო პარტიული ინტერესებით, არ შექმნან ნეგატიური მოლოდინები და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია. პირველ რიგში ეს აზიანებს მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულნი ტურიზმის ინდუსტრიაში და რა თქმა უნდა, აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. მცირე და საშუალო მეწარმეებს საკმაოდ რთული გამოწვევებით სავსე გასული წლები ჰქონდათ. მათ, ჩვენთან ერთად, ძალიან ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ ასეთი წარმატებული შედეგები გვქონოდა წელს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიაში", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, საერთო ძალისხმევით გაგრძელდება მნიშვნელოვანი პროექტები, რაც მიმდინარე წელს ტურიზმის ინდუსტრიის რეკორდულ მაჩვენებლებზე გასვლას უზრუნველყოფს. „დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მცირე და საშუალო მეწარმეები მიმდინარე წელს ბევრ ტურისტს უმასპინძლებენ, შექმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, ხოლო ტურიზმის ინდუსტრია შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)