|
2015-02-12 13:40:06, 1331 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი ესტუტის იანკაუსკასი და მისიის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში იოან აქსანდერი მიიღო. სამინსიტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. თეა წულუკიანმა და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს, განიხილეს ამ რეგიონებში მცხოვრებთა უსაფრთხოების საკითხები, პრობლემები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, აგრეთვე, ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობებზე. ცნობისთვის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლიდან მუშაობს. მისია ახორციელებს 24-საათიან პატრულირებას და განსაკუთრებულ ყურადღებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებს უთმობს. მისიის ძალისხმევა, ძირითადად, ადგილზე არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვებასა და ინციდენტების შესახებ ანგარიშების წარდგენას მოიცავს. ამასთან, შესაბამის მიდამოებში მუდმივად ადგილზე ყოფნით მისია, ზოგადად, უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)