|
2016-02-12 16:32:46, 406 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: კოალიციის ერთიანობა რაიმე განცხადებაზე არ არის დამოკიდებული
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გოგი თოფაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც "მრეწველების" ლიდერი თავდაცვის მინისტრ, თინა ხიდაშელს საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კოალიციის ერთიანობა ერთ განცხადებებზე არ არის დამოკიდებული. „კოალიციის ერთიანობა რაიმე განცხადებაზე არ არის დამოკიდებული, ამას გაცილებით სერიოზული წინაპირობები და საფუძვლები გააჩნია. თოფაძე ბრძანებს, რომ მას ეს ასე არ უთქვამს, ველი, რომ მედიასაშუალება რომელმაც ეს გაავრცელა როგორც გვიმტკიცებს, რომ მან ეს თქვა თუ არ თქვა, სანამ ეს არ გაირკვევა ვერნაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, გოგი თოფაძემ გაზეთ "საქართველო და მსოფლიოსთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საგარეჯოში შუალედური არჩევნები გააყალბა, სადაც ერთმანეთს საგარეჯოს მაჟორიტარულ დეპუტატს ირჩევდნენ. ამ ბრძოლაში ერთმანეთს "რესპუბლიკელი" თამარ ხიდაშელი და "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი უპირისპირდებოდნენ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)