|
2016-02-12 14:53:10, 461 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, მოჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამედ ჯავად ზარიფის შეხვედრა გაიმართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ-კულტურულ კავშირებს და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. დაფიქსირდა მხარეთა მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა 2016 წლის 16 იანვრიდან ერთობლივ მოქმედებათა ყოვლისმომცველი გეგმის (JCPOA) განხორციელების დაწყებას და ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნის მნიშვნელობას, რაც წარმოშობს ახალ შესაძლებლობებს ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა თანამშრომლობის გაღრმავების ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და ტრანსპორტი. ხაზი გაესვა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მნიშვნელობას და ქვეყნის მიერ ამ მიმართულების განვითარების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს. ამასთან, საგარეო უწყების ინფორმაციით, ირანის მხარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ირანში მიიწვია.
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)