|
2016-02-12 13:33:39, 423 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: ესტონეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი სრულ მხარდაჭერას გამოხატავს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ესტონეთში ვიზიტი დაასრულა. საგარეო უწყების ინფორმაციით, 10-11 თებერვალს ესტონეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან,პრემიერ მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ასევე ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტთან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და მეწარმეთა კავშირის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან. მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმის გახსნის ცერემონიაში. აღსანიშანვია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ვიზიტის ფარგლებში პირველად ახლდა საქართველოს ბიზნეს-დელეგაცია. ბიზნეს ფორუმზე განხილულ იქნა ესტონელი და ქართველი ბიზენსმენების მიერ საერთო პროქეტების წარმოების პერსპექტივა, საქართველოში ესტონური ბიზნეს ინვესტიციების განხორციელების საკითხები. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ესტონეთის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტში წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე "საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია". „ჩვენ ვისაუბრეთ მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. გვაქვს სრული მხარდაჭერა ესტონეთის მხრიდან პრემიერის ინიციატივებისადმი, იმ ოთხ პუნქტიანი გეგმისადმი, რომელიც უნდა განხორციელდეს, რათა შეიქმნას უფრო მეტი შესაძლებლობები ეკონომიკური განვითარებისათვის", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ ესტონეთში ვიზიტის შეფასებისას. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ესტონური მხარიდან გამოითქვა სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. ესტონეთი სრულად მხარს უჭერს საქართველოსთან ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პროცესს. ესტონურმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)