|
2016-02-12 11:25:58, 451 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის ტრასპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრ ბინალი ილდირიმის შეხვედრის მთავარი თემები სახმელეთო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტის განვითარება და საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა იყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბარი შეეხო მარაბდა-კარწახის რკინიგზის პროექტის მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრისგან მიიღო პირობა, რომ პროექტი მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)