|
2016-02-11 19:33:25, 692 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა კრწანისის რაიონში სანიაღვრე კოლექტორის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, კრწანისის რაიონის გამგებელთან გიორგი კოპალეიშვილთან და საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილთან ერთად, სანიაღვრე კოლექტორის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და იქ მცხოვრებ მოსახლეობას გაესაუბრა. სამუშაოების ფარგლებში, ზემო ფონიჭალაში, ანდრო ჟორდანიას ქუჩასა და ქვემო ფონიჭალაში მდინარე მტკვრამდე მიმდინარეობს 1 225 მეტრი სიგრძის სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება. კერძოდ სრულად აღდგება სანიაღვრე სისტემა, ასევე გაიწმინდება ის დაჭაობებული ტერიტორიები, რომელიც პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. „ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ამ უბნის მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა. საკმაოდ დიდი დასახლებაა და ამ დასახლებისთვის ეს პრობლემა აღნიშნული პროექტის განხორციელებით მთლიანად გვარდება. ჩვენ, როგორც კი პროექტი მოვამზადეთ და შესაბამისი რესურსები გაგვიჩნდა დაუყოვნებლივ დავიწყეთ სამუშაოები. პროექტს ზაფხულამდე მოვრჩებით და ამით მოსახლეობას მთლიანად სანიაღვრე და დაბინძურებული წყლის პრობლემა მოეხსნება. ერთნაირად კარგი საქმე კეთდება, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე რკინიგზისთვის და იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე ფუნქციონირებენ“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 820 000 ლარია და ის 2016 წლის 1 ივნისს დასრულდება.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)