|
2016-02-11 18:48:01, 513 ნახვა
პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: მოვძებნით გზებს, რომ სამიტზე საქართველოს პროგრესი ვაღიაროთ
თავდაცვის მინისტერიალზე ერთ-ერთი აქტუალური თემა შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაა. სამიტზე აღინიშნა, რომ ამ სტრატეგიაში საქართველოს ჩართულობაზეა საუბარი. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა დირექტორმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ნატო-მ გააძლიერა საზღვაო ძალების ყოფნა შავ ზღვაში. "როდესაც საქმე ეხება შავი ზღვის რეგიონს, ჩვენ ვცვლით ამ რეგიონში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას საქართველოსთან და სხვა პარტნიორებთან გადავამოწმოთ. ნატო-მ გააძლიერა საზღვაო ძალების ყოფნა შავ ზღვაში. წუხანდელი სადილის დროს ქართული მხარის თანდასწრებით გავცვალეთ მოსაზრებები იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ვართ შავი ზღვის რეგიონში", - განაცხადა სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგმა ვარშავის სამიტზეც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ფორმატზე გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მოძებნიან გზებს, რომ სამიტზე აღიარონ პროგრესი, რომელსაც საქართველო აღწევს. "ასევე ველი, რომ მოგვიანებით მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ საქართველოსთან, ჩვენს ახლო პარტნიორთან, პრაქტიკული თანამშრომლობა", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)