14:49 - 06 Nov, 2026
|
2016-02-11 18:36:51, 522 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: საქართველოში ჩატარებული რეფორმები ყველა ქვეყანამ პოზიტიურად შეაფასა
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეაფასა. თინა ხიდაშელის თქმით, ყველა ქვეყანამ საქართველოს მიმართ პოზიტიური განწყობა დააფიქსირა. „საქართველოში ჩატარებული რეფორმები, ყველა ქვეყანამ უკიდურესად პოზიტიური განწყობით შეაფასა. ამასთან ერთად დამატებითი წინადადებები მივიღეთ წევრი ქვეყნებისგან,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა ნატო-ს საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს პირისპირ შეხვდა. მოლაპარაკების შემდეგ კი ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. ამ დროისთვის ალიანსის მინისტერიალი უკვე დასრულებულია.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)