|
2016-02-11 17:41:36, 641 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრი გადაუდებელი დახმარების ნომრის დღესთან დაკავშირებით „112“-ს ეწვია
შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მოადგილეებთან და საგანგებო სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, გადაუდებელი დახმარების ნომრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „112“-ის დეპარტამენტს ეწვია. 11 თებერვალს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, „112“-ის დღე აღინიშნება. შს მინისტრმა და სტუმრებმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს, ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას და დეპარტამენტის სამომავლო გეგმებს გაეცნენ. აქვე, „112“-ის ახალი სოციალური პროექტის „ერთი დღე „112“-ის ოპერატორად“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ერთი დღის განმავლობაში „112“-ის ქოლ-ცენტრში, მოქალაქეების ზარებს უპასუხებენ. პროექტის მიზანია, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს საშუალება მიეცეთ, თანამოქალაქეებს დაეხმარონ და გაიგონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციაში დახმარების ოპერატიულად აღმოჩენა. შს მინისტრმა „112“-ის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის ეფექტურ მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“ ოთხი წელია ფუნქციონირებს. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი სამ ძირითად საგანგებო სამსახურთან თანამშრომლობს: პოლიცია, სახანძრო/სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი. „112“-ის ოპერატორები 24 საათის განმავლობაში მუშაოებენ და მთელი საქართველოს მასშტაბით, საგანგებო სიტუაციაში მყოფ მოქალაქეებს ეხმარებიან.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)