|
2024-04-28 15:54:03, 622 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის რეჟიმმა Associated Press და Reuters-ის ჟურნალისტები დააკავეს
ჟურნალისტი სერგეი კარელინი 26 აპრილის ღამეს კორუფციასთან ბრძოლის ფონდთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავეს. კარელინი გავლენიანი სააგენტო, Associated Press ჟურნალისტია. სასამართლომ ჟურნალისტს უკვე მიუსაჯა ორი თვით წინასწარი პატიმრობა. მას ექსტრემისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის მუხლით 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კარელინს ანტიკორუფციული ფონდის YouTube არხისთვის მასალების მომზადებაში ედება ბრალი. იმავე დღეს და იმავე ბრალდებით მოსკოვში დააკავეს Reuters-ის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი კონსტანტინე გაბოვი.. გაბოვი "ექსტრემისტულ საზოგადოებაში" მონაწილეობის საქმეზე გაასამართლეს, იტყობინება მოსკოვის სასამართლოების პრესსამსახური. გაბოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში 27 ივნისამდე იყო გადაყვანილი. გამომძიებლების თქმით, ის ამზადებდა ფოტო და ვიდეო მასალებს ნავალნი ლაივ იუთუბ არხისთვის. მას ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282.1 მუხლის მე-2 ნაწილით. მისი თქმით, ჟურნალისტს 2-დან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 2024 წლის მარტში, კორუფციასთან ბრძოლის ფონდთან თანამშრომლობის ბრალდებით, სასამართლომ დააკავა სოტავიზიის ჟურნალისტი ანტონინა ფავორსკაია, რომელიც აშუქებდა ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესებს. შემდეგ უშიშროების ძალებმა კიდევ ოთხი ჟურნალისტი დააკავეს, ერთ-ერთი მათგანი დაკავებისას სცემეს. ერთი დღით ადრე სასამართლომ უფას ჟურნალისტი ოლგა კომლევა წინასწარი დაკავების იზოლატორში ექსტრემისტულ საზოგადოებაში მონაწილეობის ბრალდებით გაგზავნა. ის რამდენიმე წლის განმავლობაში ნავალნის შტაბ-ბინაში მოხალისე იყო.
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)