|
2016-02-11 17:37:24, 462 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ბერძენ კოლეგას პანოს კამენოსს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს მართავს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელი დღეს საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს პანოს კამენოსს შეხვდა. თავდაცვის მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს, ისაუბრეს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე. შეხვედრის დასასრულს პანოს კამენოსმა თინათინ ხიდაშელი საბერძნეთში მიიწვია. თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბერძენი კოლეგა 2016 წლის მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად მოიპატიჟა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრო. ბრიუსელში ვიზიტისას თინათინ ხიდაშელი ევროკავშირის წარმომადგენლებს, ასევე შვედ, ხორვატ და სლოვენიელ კოლეგებს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)