|
2016-02-11 16:49:11, 546 ნახვა
პოლიტიკა
ბაია გადაბაძე : უკვე გამოვკვეთე ირაკლი რუხაძის პირადი პოლიტიკური ინტერესები
„მე უკვე გამოვკვეთე ირაკლი რუხაძის პირადი პოლიტიკური ინტერესები“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. გადაბაძეს თქმით, ირაკლი რუხაძე საკუთარი ქმედებებით ხელისუფლებასთან დაპირისპირებისთვის ტელეკომპანია „მაესტროს“ იყენებს. „როდესაც ვამბობდი, რომ ირაკლი რუხაძეს აქვს პოლიტიკური ინტერესები მე მეგონა, რომ ის "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოქმედებდა და ახლა ირაკლი რუხაძის პირადი პოლიტიკური ინტერესები მე უკვე გამოვკვეთე. კითხვაზე რატომ დაიწყეს ეს ყველაფერი, მე არასდროს არ მქონდა პასუხი და ახლა ვხვდები, რომ შესაძლოა ირაკლი რუხაძეს თუ აქვს განსაზღვრული პოლიტიკაში მოსვლა, ამითი ხელისუფლებას არტყამს და ამაში ნებსით ან უნებლიედ არიან გაჩეჩილაძეები ჩართული“, - განაცხადა ბაია გადაბაძემ. „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა გია გაჩეჩილაძის ბრალდებებსაც უპასუხა, სადაც გაჩეჩილაძე აცხადებდა, რომ „ქვეყნის მართვა არ ნიშნავს გვარამიას და გადაბაძის ხუშტურზე სიარულს.“ როგორც გადაბაძემ აღნიშნა, სწორედ გაჩეჩილაძის ეს განცხადება გავს შანტაჟს და ის ქვეყანას არ მართავს. ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა კომენტარი პრემიერ-მინისტრზეც გააკეთა და გია გაჩეჩილაძე მისი რეპუტაციის შელახვაში დაადანაშაულა. „პრემიერ-მინისტრის რეპუტაცია გიამ ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და ახლა პრემიერი საკუთარი რეპუტაციის გადარჩენას ცდილობს და ეს მათ ჩაიგდეს თავი ამ მდგომარეობაში, მე ეს არ გამიკეთებია“ , - აცხადებს გადაბაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)