|
2016-02-11 16:32:18, 579 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის პრესსამსახური თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება
თბილისის მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც "ექსპრესნიუსს" მერიიდან აცნობეს, საქმე ეხება საინფორმაციო, ფოტო და ვიდეო მომსახურების გაწევის შესახებ გამგეობებსა და საინფორმაციო სააგენტოებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს. „თბილისის მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური ცალკეული ჯგუფების მხრიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. კერძოდ, საქმე ეხება საინფორმაციო, ფოტო და ვიდეო მომსახურების გაწევის შესახებ გამგეობებსა და საინფორმაციო სააგენტოებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს. გვინდა განვაცხადოთ, რომ მსგავსი მომსახურების შეძენა საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის მუშაობის შემადგენელი ნაწილია და საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ წლის განმავლობაში გამგეობების მიერ არაერთი პროექტი ხორციელდება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება საჭიროდ მიგვაჩნია. აღსანიშნავია, რომ გამგეობებში არ არსებობს ოპერატორის შტატი, ასევე, მათ არ გააჩნიათ საკუთარი აპარატურა. შესაბამისად, ისინი ზემოთხსენებულ მომსახურებას საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით იღებენ. გამგეობების მიერ აღნიშნული სერვისის გამოყენება გაცილებით ნაკლებ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. მსგავსი განცხადებები მიზანმიმართულად ვრცელდება საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)