|
2024-04-24 10:26:45, 836 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - მხარს ვუჭერთ მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ ტერორისტებისგან, როგორიცაა „ჰამასი“ და ტირანებისგან, როგორიცაა პუტინი
ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ ტერორისტებისგან, როგორიცაა „ჰამასი" და ტირანებისგან, როგორიცაა პუტინი, - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სენატის მიერ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებას. როგორც ჯო ბაიდენი თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, უკრაინის დახმარების კანონპროექტს ხელს ხვალ მოაწერს. „როგორც კი ხვალ ჩემს მაგიდასთან მივალ, მე მოვაწერ ხელს ამ კანონპროექტს, რათა ამ კვირაში დავიწყოთ უკრაინაში იარაღისა და აღჭურვილობის გაგზავნა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. გარდა ამისა, ბაიდენმა აღნიშნა, რომ დახმარება „გადაუდებლად აუცილებელია, უკრაინისთვის, რომელიც რუსეთის მხრიდან დაუღალავი დაბომბვის წინაშე დგას; ისრაელისთვის, რომელიც ახლახანს შეეჯახა ირანის უპრეცედენტო თავდასხმებს; ლტოლვილებისთვის და კონფლიქტებითა და ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებულთათვის მთელ მსოფლიოში, მათ შორის ღაზაში, სუდანსა და ჰაიტიში; და ჩვენი პარტნიორებისთვის, რომლებიც ეძებენ უსაფრთხოებას და სტაბილურობას ინდო-წყნარ ოკეანეში“. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. პაკეტის მოცულობა 95 მილიარდი დოლარია, საიდანაც 61 მილიარდი დოლარი უკრაინისთვის, 26 - ისრაელისთვის, ხოლო 8 - ტაივანისთვის გამოიყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)