|
2016-02-11 13:58:47, 1484 ნახვა
საზოგადოება
თამარ სანიკიძე: ეს ტერმინი იყო განმეორება იმისა, რაც ტექსტში გამოიყენეს, ამიტომ თუ ბოდიშის მოხდა გინდათ მათ მიმართეთ
„ეს ტერმინი იყო განმეორება იმისა, რაც იმ რამდენიმე ადამიანმა ტექსტში გამოიყენა, ამიტომ, თუ ბოდიშის მოხდა გინდათ იმისათვის, რომ ვინმემ ტერმინი ცუდად გამოიყენა, იმ ადამიანებს მიმართეთ“, - ასე უპასუხა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტის კითხვას - GDS-ის ეთერში დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების გამო, ბოდიშის მოხდას ხომ არ აპირებდა. სანიკიძის თქმით, მისი სიტყვები“ მაპატიოს მართლაც საზოგადოებამ და რატომ ვერ აღმოაჩინეს მამათმავლობა, უსაფრთხო სექსი, იდენტობა“ იყო გამეორება იმისა, რაც პეტიციის ავტორებმა გამოიყენეს და ბოდიშის მოხდაც მათ უნდა მოვთხოვოთ: „ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ დაგიბრუნებთ შეკითხვას - მთელი აი ამ საუბრიდან, რომელიც GDS-ის მეშვეობით მოისმინეთ, სხვა საყურადღებო ვერაფერი ნახეთ, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია?! და ვერ ნახეთ ის ტყუილი, რომელზედაც საუბრობს რამდენიმე ადამიანი და რომელმაც მოახერხა და ამ ტყუილზე მოაწერინეს ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობ და პატივსაცემ ადამიანებს ხელი?! ამაზე არ ჯობია ვისაუბროთ და ვისაუბროთ რეალურად, რა კავშირი აქვს იმ „რაღაცნაირ“ ლიტერატურას, რომელზედაც საუბრობდნენ და რომლითაც შეიყვანეს ეს ადამიანები შეცდომაში იმ საგანთან და საზოგადოებრივ მეცნიერებებთან, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ?! მემგონი, ეს შეკითხვა უნდა დასვათ და ლოგიკურია. რაც შეეხება ტერმინს, რომელიც ახსენეთ, ეს იყო განმეორება იმისა, რაც იმ რამდენიმე ადამიანმა გამოიყენა ტექსტში. ამიტომ, თუ ბოდიშის მოხდა გინდათ იმისათვის, რომ ვინმემ ტერმინი ცუდად გამოიყენა, მიმართეთ იმ ადამიანებს, ვინც გამოიყენა ის ტერმინი და რატომ გამოიყენა, როგორ მოატყუა საზოგადოება, ამაზეც უნდა მიმართოთ აუცილებლად. ვფიქრობ, მიუღებელი უნდა იყოს საზოგადოებისთვის ცილისწამება, ტყუილი და მითუმეტეს, როდესაც ეს კეთდება რელიგიის სახელით. აი ეს არის ნამდვილად პრობლემატური“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ. შეგახსენებთ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ტელეკომპანია GDS-ის ეთერით პეტიციას გამოეხმაურა, რომელიც სკოლებში „ეროვნული იდენტობის შეურაცხმყოფელი საგნების არდაშვებას“ ითხოვს. სანიკიძე ინტერვიუში შემდეგ ტერმინოლოგიას იყენებს: „თუ საპატრიარქო, განათლების სამინისტრო, სიტყვა-სიტყვით გადის და ხვეწს სტანდარტს, რატომ ვერ აღმოაჩინა ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაპატიოს მართლაც საზოგადოებამ და, მამათმავლობა, უსაფრთხო სექსი, იდენტობა?“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ და დასძინა, რომ საგნის სტანდარტზე სამინისტრო მუშაობას აგრძელებს და საბოლოო კონსულტაციებს საპატრიარქოსთან გადიან.
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)