|
2016-02-11 11:44:36, 371 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი იენს სტოლტენბერგს შეხვდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღეს თინათინ ხიდაშელი ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან გამართავს შეხვედრას. უწყების ცნობით, დაგეგმილია ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი გახსნის. თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბ-ბინაში, ორმხრივ ფორმატში, უცხოელ კოლეგებსაც შეხვდება. „მნიშვნელოვანი დღე იქნება ჩვენთვის, იმიტომ რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ტარდება თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში. როგორც გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზეც აღნიშნა, თავდაცვის მინისტერიალი დასრულდება, სწორედ, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომით. დიდი იმედი გვაქვს, რომ ინიციატივებს, რომლითაც ბრიუსელში ჩამოვედით, ერთობლივად მოიწონებს და მხარს დაუჭერს 28 სახელმწიფო. გარდა ამისა, გვაქვს რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა ჩემს კოლეგებთან - ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრებთან და გვაქვს შეხვედრა გენერალურ მდივანთან ყველა იმ პრაქტიკული წინადადებების მოსამზადებლად, რომელზე მუშაობასაც ხვალინდელი კომისიის შემდეგ გეგმავს საქართველო“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)