21:28 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-16 12:14:41, 574 ნახვა

მსოფლიო
დუგინი - თუ საქართველო ქართველებისთვის ძვირფასია, მაშინ ქვეწარმავალი ახლავე და უმოწყალოდ უნდა გაანადგურონ

რუსი ულტრანაციონალისტი იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტსა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეზე „მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

დუგინი ასევე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ამერიკის შეერთებული შტატების აგენტს უწოდებს და მის ჩანაცვლებაზე საუბრობს.

„საქართველოში ისევ გამწვავდა სიტუაცია გონიერ ქართველებსა და რუსეთის ფედერაციაში აკრძალულ ლგბტ-ს გაცოფებულ მხარდამჭერებს შორის. ეს ის მომენტია, როდესაც „ქართული ოცნება“ მთელი სერიოზულობით უნდა შეუდგეს საქმეს. „ოცნების" ლიდერზე ვიღაც ცოფიანი ლგბტ არსების თავდასხმა არის აგრესიის პირდაპირი გამოხატულება.

თუ საქართველო ქართველებისთვის ძვირფასია, მაშინ ქვეწარმავალი ახლავე და უმოწყალოდ უნდა გაანადგურონ. აშშ-ის აგენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად. იქ პრეზიდენტი არაფერს წარმოადგენს, უმოკლეს დროშია შესაძლებელი შეცვლა და საქართველოს ნამდვილი პატრიოტის არჩევა. საკმარისი იქნება მხოლოდ ნება. რკინის ხელის დროა. ქართველები ასეთები არიან, როგორც ისტორია გვასწავლის. დროა გაიხსენონ, როგორ კეთდება ეს“,- წერს დუგინი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics