|
2016-02-10 18:14:29, 486 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი ბაჩო კიკაბიძეს - "დოკუმენტაციას ნაკლოვანება" არ აქვს
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბაჩო კიკაბიძის გუშინდელ ბრალდებას პასუხობს, რომლის თანახმადაც საჯარო რეესტრიდან მაესტროს მეწილეებს შორის დადებული შეთანხმება საჯარო რეესტრში დაიკარგა. როგორც წულუკიანმა განაცხადა, "დოკუმენტაციას ნაკლოვანება" არ აქვს. „ყველაფერი ჩანს საჯარო რეესტრის ვებგვერდზე, არაფერი იქ ნაკლოვანება არ არის,“ - აცხადებს თეა წულუკიანი. შეგახსენებთ, რომ შ.პ.ს. ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელმა, ბაჩო კიკაბიძემ, გადაცემა "არჩევანში" გია გაჩეჩილაძესთან დადებული შეთანხმების დეტალების შესახებ მოყვა და დადებული შეთანხმების დოკუმენტაციის საჯარო რეესტრიდან დაკარგვის თაობაზე პირველად ისაუბრა. კიკაბიძის განმარტებით, "თავის დროზე" გია გაჩეჩილაძემ საკუთარი წილები "მაესტროს" დამფუძნებლებს გადაუფორმა, თუმცა ვინაიდან ტელეკომპანიას ყადაღა ედო, ნასყიდობის ხელშეკრულება ნოტარიულად გაფორმდა და საჯარო რეესტრში ამ სახით გატარდა.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)