|
2016-02-10 18:10:50, 659 ნახვა
საზოგადოება
„აფბა“: „ფანასკერტელის ინდექსი“ შემცირდა - მედიკამენტებზე ფასი კლებას განაგრძობს
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ“ ფარმაცევტულ ინდექსზე – „ფანასკერტელის ინდექსი“ მუშაობა დაასრულა და ბაზარზე არსებული ვითარება გაასაჯაროვა. „აფბას“ ყოველთვიურ ჭრილში (2015 წლის ნოემბერ–დეკემბერი და 2016 წლის იანვარი) მედიკამენტების ფასებზე სამთვიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ რომ „ფანასკერტელის ინდექსი“ პირველ შემთხვევაში 1,75%–ით, ხოლო მეორე შემთხვევაში 4,64%–ით შემცირდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მედიკამენტების ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია დაფიქსირდა. როგორც „აფბას“ პრეზიდენტი შოთა გულბანი აღნიშნავს, „ფანასკერტელის ინდექსი“ გაიანგარიშება ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული 200 დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტის ფასების მონიტორინგით, სადაც შედის როგორც ქართული, ისე უცხოური წარმოების მედიკამენტები. აგრეთვე, როგორც ორიგინალი დასახელების, ისე შემცვლელი - „ჯენერიკები“. გულბანის თქმით, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქართული წარმოების წამლებზე ფასების კლება არ შეინიშნება, ვინაიდან აქ პრაქტიკულად ბაზრის ორი ძირითადი მოთამაშე დომინირებს და შესაბამისად, საფასო პოლიტიკის წარმოებისას, როგორც ჩანს, კონკურენცია ნაკლებია. ფასები დიდწილად იმპორტირებულ მედიკამენტებზე შემცირდა, რამაც „ფანასკერტელის ინდექსის“ დაღმავალი ტენდენცია გამოიწვია, ხოლო ეს კლება დროში ემთხვევა ბაზარზე ახალი, მსხვილი მოთამაშის – ჰუმანითი ჯორჯიას გამოჩენის მოლოდინს და პრაქტიკულად მის მიერ ბაზრისთვის მედიკამენტების სავარაუდოდ მინიმუმ 30%–ით იაფად შეთავაზებით არის განპირობებული, – აცხადებს გულბანი და დასძენს, რომ აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ფარმაცევტულ ბაზარზე ნორმალური, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისადმი შესაბამისი კონკურენციის შექმნის შემთხვევაში, ფასები მედიკამენტებზე საგრძნობლად დაიკლებს. გულბანს მიჩნია, რომ სწორედ ბაზარზე ახალი მსხვილი მოთამაშის შემოსვლის მოლოდინი გახდა „ფანასკერტელის ინდექსის“ შემცირების გამომწვევი მთავარი მიზეზი. „აფბას“ ინფორმაციით, ინდექსის გაანგარიშება მიმდინარეობდა 2015 წლის ნოემბერ-დეკემბრის და 2016 წლის იანვრის მდგომარეობით მედიკამენტებზე დაფიქსირებული ფასებზე დაკვირვების მეშვეობით. ფასებზე დაკვირვება განხორციელდა, როგორც ინკოგნიტოდ გამოკითხვის, ისე პირდაპირი შესყიდვების მეშვეობით. 2015 წლის ნოემბერში „ფანასკერტელის ინდექსმა“ შეადგინა 14,5, დეკემბერში 14, ხოლო 2016 წლის იანვარში 13,35 პუნქტი. „აფბა“–ში აცხადებენ, რომ „ფანასკერტელის ინდექსი“ ყოველთვიურ რეჟიმში განახლედება.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)