|
2015-02-12 11:42:06, 1251 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: კეზერაშვილისა და ახალაიას გუნდის წევრები არათუ დააწინაურეს, უცხოეთში გაგზავნეს სასწავლებლად, რაც სირცხვილია
"თავდაცვის სამინისტროში კეზერაშვილისა და ახალაიას კადრების შენახვა-დაწინაურება ხდებოდა"-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. "წლების განმავლობაში თქვენს უწყებაში ძირეული ცვლილებები არ განხორციელებულა. უფრო მეტიც, დაწყებული კეზერაშვილიდან დ ახალაიათი, ვინ არა, რომელი ერთი ვთქვა, წლების განმავლობაში მათი კდრების შენახვა დაწინაურება ხდებოდა. როცა თქვენ მიხვედით სამინისტროში, ამის ცვლილებები დაიწყეთ.წორედ ამიტომ არის ამხელა აგრესია "ნაციონალებისგან" და ასევე, ჩვენი კოალიციის ყოფილი წევრებისგან",-მიმართა ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს. მისივე განმარტებით, კეზერაშვილისა და ახალაიას გუნდის წევრები არათუ დააწინაურეს, არამედ სასწავლებლად უცხოეთში გაგზავნეს. "კეზერაშვილისა და ახალაიას გუნდის წევრები არათუ დააწინაურეს, უცხოეთში გაგზავნეს სასწავლებლად.ეს არის სირცვხილი და ამაზე უნდა ილაპარაკოს მოსახლეობამ",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)