|
2016-02-10 18:00:45, 618 ნახვა
საზოგადოება
თბილისის იუსტიციის სახლში მედიაციის სახლის არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბაზაზე არსებული მედიაციის სახლის არასრულწლოვანი ბენეფიციარები თბილისის იუსტიციის სახლს ეწვივნენ. როგორც დანაშაულის პრევენციის ცენტრში აცხადებენ, მოზარდები დეტალურად გაეცნენ სახელმწიფო სერვისების მიწოდების ძირითად პრინციპებსა და პროცესს, 400-მდე მომსახურების ჩამონათვალს, ასევე დაათვალიერეს თბილისის იუსტიციის სახლის მომსახურების დარბაზი. „მნიშვნელოვანი დრო დაეთმო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადებისა და გაცემის პროცედურებს - თუ რა გზას გადის მოქალაქის განცხადება პირადობის მოწმობის მოთხოვნიდან მის დამზადებამდე, რამდენად მნიშვნელოვანია ეს დოკუმენტი მოქალაქისთვის. მოისმინეს ასევე ინფორმაცია ინოვაციური სერვისებისა და სამომავლოდ დასანერგი სიახლეების შესახებაც. მოზარდებისთვის ეს ტური სპეციალურად მომზადდა, რომელიც სოციალური საწარმო - კაფეტერიის დათვალიერებითა და სადილით დასრულდა. კაფეტერია იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრმა 2015 წლის ნოემბერში გახსნა, სადაც ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები დასაქმდნენ. დანაშაულის პრევენციის ცენტრისთვის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის გარდა, ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა დანაშაულის გამომწვევი ფაქტორების შემცირებაზე მუშაობა. ამ მიზნით ცენტრი დანაშაულის ჩადენის რისკ ჯგუფს მიკუთვნებული არასრუწლოვნებისთვის და „მიუსაფარი ბავშვებისთვის“ სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. იუსტიციის სახლში ჩატარებული ტურიც ამ პროექტების ფარგლებში დაიგეგმა“, - აცხადებენ დანაშაულის პრევენციის ცენტრში.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)