23:18 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-03 10:57:17, 573 ნახვა

მსოფლიო
WP - აშშ-მა რუსეთი Crocus City Hall-ზე თავდასხმის შესახებ წინასწარ გააფრთხილა

ტერორისტების მიერ მოსკოვის გარეუბანში სისხლიან თავდასხმამდე ორი კვირით ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ რუს ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ Crocus City Hall თავდასხმის პოტენციური სამიზნე იყო,- ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ დაჯგუფებას, რომელიც ცნობილია როგორც „ისლამური სახელმწიფო-ხორასნის" - ISIS-K-ს სახელით, „ერთპიროვნული პასუხისმგებლობა ეკისრება“, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობდა, აღნიშნული უკრაინისთვის დაებრალებინა.

როგორც გამოცემა წერს, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ „შეერთებული შტატების მიერ გაზიარებული ინფორმაცია ზედმეტად ზოგადი იყო და არ გვაძლევდა საშუალებას, სრულად გამოგვევლინა ისინი, რომლებმაც ჩაიდინეს ეს საშინელი დანაშაული".

შეგახსენებთ, რუსეთში, Crocus City Hall-ზე თავდასხმა 22 მარტს მოხდა. საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა , რომლის შედეგადაც 130-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics