|
2024-04-01 16:22:32, 980 ნახვა
მსოფლიო
The Insider-ის გამოძიება - „ჰავანის სინდრომის“ კავშირი ГРУ-სთან - შემთხვევა თბილისშიც დაფიქსირდა
The Insider-მა, 60 Minutes-სა და Der Spiegel-თან ერთად, ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის შედეგების მიხედვითაც, მათ მოიპოვეს სამხილები, რომ აუხსნელი ჯანმრთელობის ანომალიები, რომელიც ცნობილია როგორც "ჰავანის სინდრომი" და რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ამერიკელ დიპლომატებს ემართებოდათ, შესაძლოა, რუსეთის სამხედრო დაზვერვის, ГРУ-ს სპეციალურ დანაყოფ 29155-თან და მათ მიერ ენერგეტიკული იარაღის გამოყენებასთან იყოს დაკავშირებული. საგამოძიებო სტატიაში საუბარია თბილისში, 2021 წლის ოქტომბრით დათარიღებულ შემთხვევაზე, რომლის სამიზნეც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლის მეუღლე გახდა. როგორც გამოცემის სტატიაშია ნათქვამი, ქალი ქმართან ერთად, რომელიც აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის ატაშე იყო, საქართველოში 2020 წლის თებერვალში, პანდემიისას ჩამოვიდა და თბილისში, დიღმის მასივში ცხოვრობდა. ის იხსენებს, რომ ერთ დღეს, მოულოდნელად გაიგო ძლიერი, გამჭოლი ხმა, რის შემდეგაც თავი ცუდად იგრძნო. სახლის უსაფრთხოების კამერაში გაიხედა და შავი ფერის "მერსედესი“ და მაღალი, გამხდარი მამაკაცი დააფიქსირა. ქალმა მამაკაცსა და მის ავტომობილს ტელეფონით ფოტოები გადაუღო. ის იხსენებს, რომ იგივე ადამიანი 3 წლის შემდეგ ნახა, როდესაც ГРУ-ს 29155-ე ქვედანაყოფის წევრის ფოტო აჩვენეს. როგორც The Inisder-ი წერს, საუბარია ალბერტ ავერიანოვზე, 29155-ე ქვედანაყოფის დამფუძნებლის, ანდრეი ავერიანოვის შვილზე. გამოცემის ინფორმაციით, ავერიანოვს 16 წლიდან ამზადებდნენ, რათა ჯგუფის წევრი გამხდარიყო. The Insider-ი გამოძიების მთავარ მიგნებებს შორის ასახელებს იმას, რომ ქვედანაყოფის უფროსმა წევრებმა "არალეტალური აკუსტიკური იარაღის" შემუშავებასთან დაკავშირებით გაწეული სამუშაოსთვის სხვადასხვა ჯილდო და პოლიტიკური დაწინაურება მიიღეს. "არალეტალური აკუსტიკური იარაღი" - რუსულ სამხედრო ლიტერატურაში ეს ტერმინი როგორც ულტრაბგერით, ასევე რადიოსიხშირეზე დაფუძნებული ენერგიის მოწყობილობების აღსაწერად გამოიყენება. გამოცემები, რომლებმაც ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს, მიუთითებენ, რომ ГРУ-ს აღნიშნული ქვედანაყოფი ოპერაციებს მთელ მსოფლიოში ატარებს.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)