03:24 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-18 21:44:16, 695 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს „ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის“ ათი წლისთავი მიულოცა

მოსკოვში, წითელ მოედანზე სადღესასწაულო კონცერტის სცენიდან რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს „ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის“ ათი წლისთავი მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

პუტინმა სცენაზე მიიწვია საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კონკურენტებიც და მისალოცი სიტყვების შემდეგ, მათ ერთობლივად შეასრულეს რუსეთის ჰიმნი.

„სევასტოპოლელები, ყირიმელები - ისინი ჩვენი სიამაყეა. მათ ათწლეულების განმავლობაში სჯეროდათ ჩვენი ქვეყნის. ისინი არასოდეს დაშორდნენ რუსეთს და სწორედ ამან მისცა ყირიმს ჩვენს საერთო ოჯახში დაბრუნების საშუალება“, - განაცხადა პუტინმა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics