|
2024-03-18 20:47:14, 952 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - მოსალოდნელია, რომ 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაიზრდება
საქართველოში მუშაობა დაასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც კონსულტაციებს სსფ-ის დებულების IV მუხლის მიხედვით პერიოდულად, გეგმიურად ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მისიის დასრულების შემდეგ ეროვნულ ბანკში მედიისთვის ბრიფინგი გამართეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სუბირ ლალმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ. როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან, მიმდინარე ანალიზის საფუძველზე, კიდევ ერთხელ, დადასტურდა საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობა, ასევე, მაღალ დონეზე შეფასდა ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ეკონომიკური გუნდის მიერ იქნა გადადგმული. „როგორც იცით, გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ, წინასწარი მონაცემებით 7.5% შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის პროგნოზი 5.2% ფარგლებშია პროგნოზირებული, იმ გათვლებით, რაც გასული წლის ბოლოს, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას მომზადდა. ამავე დროს, განვაცხადეთ, რომ იმის მიხედვით, თუ როგორი იქნებოდა ეკონომიკური ტენდენციები 2024 წლის დასაწყისში, მოხდებოდა ამ მაჩვენებლის განახლება. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ჩვენი პროგნოზებიც ზრდის მიმართულებით შეიცვლება. მნიშვნელოვანია, რომ ფონდის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, ასევე, შესწორდა ზრდის მიმართულებით და 5.7%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი და ეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ინარჩუნებს მდგრად პარამეტრებს ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით, როგორც ვალის, ისე დეფიციტის კუთხით, ასევე, მდგრადია მონეტარული პოლიტიკა - ბოლო 10 თვის განმავლობაში 1%-ზე დაბალი ინფლაცია ფიქსირდება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდს და კოლეგებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)