23:37 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-14 17:48:40, 942 ნახვა

მსოფლიო
ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“ - კურსკის ოლქში რუსეთის საბრძოლო მასალის 2 საწყობი გავანადგურეთ

„რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონის წევრებმა უკრაინის საზღვართან მდებარე რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის სოფელ ტიოტკინეში რუსული ძალების საბრძოლო მასალის 2 საწყობი გაანადგურეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას ლეგიონი Telegram-ზე ავრცელებს.

"სანამ პუტინის არმია ანგრევს სახლებს, ლეგიონის არტილერისტებმა დელიკატურად გაანადგურეს პუტინის ჯარების 2 საბრძოლო საცავი ტეტკინოში",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, დღეს, 14 მარტს რუსულმა სამთავრობო-პროპაგანდისტულმა მედია "რია ნოვოსტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "უკრაინელი დივერსანტები ცდილობდნენ შეჭრას ბელგოროდისა და კურსკის რაიონებში, მაგრამ მათი ქმედება რუსეთის სამართალდამცავმა უწყებებმა შეაჩერეს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics